გარემოს დაცვის სპეციალისტიგანაცხადის ფორმა

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 20 ივლისი, 2018

 

შპსთბილისის სატრანსპორტო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის სპეციალისტის თანამდებობაზე

 

შპსთბილისის სატრანსპორტო კომპანია" თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პროფესიონალს, რომელიც დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო, პროფესიულ და გამოცდილებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ყოველგვარი დისკრიმინაციის გამორიცხვით, საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად

 

 

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობის სფერო

  • EHS პოლიტიკის, პროცედურების და გეგმების დანერგვისა და განხორციელების მართვა, კორპორატიული კონსულტანტების დახმარებით.
  • EHS საოპერაციო პროცესების მართვა, დანერგვა და ზედამხედველობა რათა უზრუნველყოფილი იყოს პერსონალის მიერ გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გეგმების და პროცედურების ცოდნა და შესრულება.
  • კომპანიის ოპერირების და კონტრაქტორების აქტივობების რისკების შეფასება, EHS მონიტორინგის (შიდა აუდიტის და ინსპექტირების) ჩატარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი EHS კანონების, რეგულაციების, სტანდარტების და სამოქმედო მოთხოვნების შესრულება.
  • კომპანიის ობიექტებზე ნარჩენების (როგორც სახიფათო, ასევე არასახიფათო) მართვის  და დაბინძურების კონტროლის / თავიდან აცილების პროგრამების დანერგვა რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი EHS კანონების, რეგულაციების, სტანდარტების და სამოქმედო მოთხოვნების შესრულება.
  • ყველა შესაბამისი EHS კანონების, რეგულაციების, სტანდარტების და მოთხოვნების შესრულების მისაღწევად სახელმძღვანელო მითითებების გაცემა.
  • ინციდენტებთან და უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებული პროცედურების დანერგვა და შესრულება, მათ შორის მონაწილეობა გამომწვევი მიზეზების ანალიზის, რეკომენდაციების შემუშავების და იდენტიფიცირებული ხარვეზის აღმოფხვრის პროცესში.
  • კომპანიის ობიექტებზე პერსონალის პერიოდული ინფორმირება რეგულაციებში შეტანილი ცვლილებების შესახებ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბიულეტენების, ტექნიკური ცვლილებების და ლიტერატურის გავრცელება.
  • EHS ტრეინინგის დანერგვა და განხორციელება, პერსონალის ცალკეული წევრებისთვის და ბრიგადებისთვის ცოდნის გაზიარება აუცილებლობის მიხედვით.
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ვალდებულებების და დავალებების შესრულება.

ცოდნა და უნარები

  • ISO 14000 და ISO45000 სერიის სტანდარტების, გარემოს დაცვითი, ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების (EHS) პოლიტიკის, პროცედურების, პროცესების, კანონების და რეგულაციების ცოდნა.
  • გარემოს დაცვასთან, ჯანმრთელობასთან, შრომის და საწარმოო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონების, რეგულაციების და მოთხოვნების  ცოდნა.
  • ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებული კანონების, რეგულაციების და მოთხოვნების  გაფართოებული ცოდნა.
  • სიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები, ინგლისური ენის ფლობა (განსაკუთრებით წაკითხული ტექსტის გაგების მხრივ).
  • საწარმოს/ობიექტის ოპერირებისთვის EHS მართვის და მონიტორინგის გამოცდილება.
  • ლიდერობის უნარი. გავლენის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის გზით შედეგის მიღწევის უნარი.

გამოცდილება და განათლება

  • ბაკალავრის ხარისხი საინჟინრო, ან პროექტების მართვის, ან შრომის უსაფრთხოების, ან გარემოს დაცვითი მართვის სპეციალობით.
  • სერტიფიკატი გარემოს დაცვით, და/ან შრომის უსაფრთხოების სფეროში ჩაითვლება პლიუსად.
  • აუცილებელია მინიმუმ  ერთი (1) წლის უშუალოდ EHS-თან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება, სასურველია ინდუსტრიულ კომპანიაში.

 

 

  • სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 სთ
  • შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება პირადი გასაუბრება.
    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე პირადი ნომრის მითითებით, ფოტოსურათით მიმდინარე წლის20ივლისამდე ელექტრონულ მისამართზე: echivadze@metro.ge lmkheidze@metro.geდა სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "გარემოს დაცვის სპეციალისტი".
  • გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

განაცხადის ფორმა