ლაბორატორიული ცენტრის ,,საგამოცდო ლაბორატორიის’კოროზიისა და წინაღობის გაზომვის სპეციალისტიგანაცხადის ფორმა

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25 ივლისი, 2018

 

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიააცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული ცენტრის ,,საგამოცდო ლაბორატორიის'კოროზიისა და წინაღობის გაზომვის სპეციალისტის თანამდებობაზე

 

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიათანაბარ  შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პროფესიონალსრომელი დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციოპროფესიულ და გამოცდილებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსყოველგვარი დისკრიმინაციის გამორიცხვითსაქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად

 

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობის სფერო

  • ასრულებს საგამოცდო ლაბორატორიის ელ. კოროზიის, წინაღობის და ჩამიწების სისტემის გეგმიურ და არაგეგმიურ გაზომვით სამუშაოებს;
  • ხელმძღვანელობს ელ.კოროზიის, წინაღობის და ჩამიწების სისტემის გაზომვების კონკრეტულ სამუშაოს წარმოებას და პირადად მონაწილეობს მათში;
  • სამუშაოთა წარმოების დროს უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროცესების შესრულებას;
  • უზრუნველყოფს სანიმუშო და სხვა ხელსაწყოების, გამოსაცდელი აპარატურის, სტენდების, ინსტრუმენტების, ტექნიკური დოკუმენტაციის სათანადო მდგომარეობაში შენახვას;
  • ადგენს და ხელს აწერს მისი მონაწილეობით ჩატარებულ სამუშაოსთან დაკავშირებულ ოქმს;
  • პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოს, მიღებული შედეგებისა და გაცემული ოქმის სისრულეზე, უტყუარობაზე, ობიექტურობასა და სიზუსტეზე;
  • საჭიროებისამებრ ,მისიკომპეტენციის გათვალისწინებით,ლაბორატორიული ცენტრის უფროსის ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი დავალების საფუძველზე, ასრულებს მაღალი ძაბვით გამოცდის სპეციალისტის და „ლაბორანტის"სამუშაოებს;
  • მონაწილეობს საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში;

განათლება  უნარები და გამოცდილება

  • სპეციალისტის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ხარისხი ტექნიკურ დარგში ან პროფესიული კვალიფიკაცია/მასთან გათანაბრებული ხარისხი ტექნიკურ დარგში და მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებს 3 წლის გამოცდილება. ასევე, მეტროლოგის შესაბამისი სერთიფიკატი.
  • სპეციალისტს მოეთხოვება უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების წესების, საწარმოო სანიტარული ნორმებისა და მოთხოვნების, მის საქმიანობასთან დაკავშირებული: სახელმძღვანელოების და წესების, კომპანიის ხელმძღვანელობის განკარგულებითი დოკუმენტების (წესები, ინსტრუქციები, მითითებები და სხვა), საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების ცოდნა.
  • სპეციალისტმა უნდა იცოდეს ელექტრო კოროზიისა და წინაღობის გაზომვითი სამუშაოები და მათი ტექნოლოგიური პროცესები, უნდა ერკვეოდეს ფიზიკა მათემატიკაში.
  • სპეციალისტი უნდა ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს, ინტერნეტ ქსელსა და კომპანიის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა. ასევე შეეძლოს ხელსაწყო მოწყობილობების პროგრამირება. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

 

 

 

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ
  • შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება პირადი გასაუბრება.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე პირადი ნომრის მითითებით, ფოტოსურათით მიმდინარე წლის 25 ივლისამდე ელექტრონულ მისამართზე:echivadze@metro.ge lmkheidze@metro.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „ლაბორატორიული ცენტრის ,,საგამოცდო ლაბორატორიის'კოროზიისა და წინაღობის გაზომვის სპეციალისტი".
  • გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

განაცხადის ფორმა