სამშენებლო სამსახურის პროექტის მიმღები ინსპექტორიგანაცხადის ფორმა

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25 ივლისი, 2018

 

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიააცხადებს ვაკანსიას  სამშენებლო სამსახურის პროექტის მიმღები ინსპექტორის თანამდებობაზე

 

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიათანაბარ  შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პროფესიონალსრომელი დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციოპროფესიულ და გამოცდილებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსყოველგვარი დისკრიმინაციის გამორიცხვითსაქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად

 

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობის სფერო

  • შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შეძენილი საპროექტო მომსახურების ზედამხედველობა-ინსპექტირება და მიღება.
  • მიმდინარე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების ხელშეკრულებასა და ტექნიკურ დავალებასთან, საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან, სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.
  • შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შეძენილი სარემონტო, სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და ტექნიკური გადაიარაღების სამუშაოების ზედამხედველობა-ინსპექტირება და მიღება.
  • მიმდინარე სარემონტო, სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და ტექნიკური გადაიარაღების სამუშაოების ხარისხისა და მოცულობის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან, ხელშეკრულებასა და ტექნიკურ დავალებასთან, საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან, სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.
  • შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" საკუთრებაში არსებული მიწის, შენობების, ნაგებობობების (მათ შორის ხაზობრივი ნაგებობების) საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის აუცილებელი აზომვითი ნახაზის მომზადება და ამისათვის საჭირო აზომვების განხორციელება.
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ვალდებულებების და დავალებების შესრულება.

 

ცოდნა და უნარები

  • სამშენებლო სფეეროში მოქმედი კანონების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სტანდარტების ცოდნა.
  • აზომვების განსახორციელებლად საჭირო GPS ხელსაწყოების გამოყენების და მათი საშუალებით აზომვითი ნახაზის მომზადების ცოდნა.
  • სიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები.
  • ლიდერობის უნარი, გავლენის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის გზით შედეგის მიღწევის უნარი.
  • სასურველია ინგლისური ან სახვა უცხო ენების ფლობა.

 

გამოცდილება და განათლება

  • ბაკალავრის ხარისხი მშენებელი ინჟინერის, კვალიფიკაციით.
  • სერტიფიკატი GIS ტექნოლოგიების სფეროში.
  • აუცილებელია მინიმუმ სამი (3) წლის მშენებლობის და აზომვების სფეროსთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება, სასურველია ინდუსტრიულ კომპანიაში.
  • სასურველია გამოცდილება არქიტექტურის სფეროში.

 

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ
  • შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება პირადი გასაუბრება.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე პირადი ნომრის მითითებით, ფოტოსურათით მიმდინარე წლის 25 ივლისამდე ელექტრონულ მისამართზე:echivadze@metro.ge lmkheidze@metro.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „პროექტის მიმღები ინსპექტორი".
  • გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

განაცხადის ფორმა