მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებისათვის ტრანსპორტის უსაფრთხო მართვის შესახებ ტრენინგ-სემინარები გაიმართა

კომპანია „სი ეი სი“-ის მიერ, 7 მარტს,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებისათვის, ტრანსპორტის უსაფრთხო მართვის ტრენიგ-სემინარი გაიმართა.

შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.

ტრენინგ-სემინარზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: უსაფრთხო მართვის პრინციპები, ავტოსატრანსპორტო საშუალების ყოველდღიური შემოწმების აუცილებლობა და მეთოდები, მოსალოდნელი საფრთხეების წინასწარ ამოცნობა და თავიდან აცილება, გაჩერებისა და მიყოლის უსაფრთხო მანძილი და სხვა.

ღონისძიებას უძღვებოდნენ  კომპანია „სი ეი სი“-ს სერტიფიცირებული ტრენერები, რომლებსაც ტრანსპორტის უსაფრთხო მართვის სწავლებისა და გადამზადების კუთხით, მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

აღნიშნული შეხვედრა საპილოტე ხასიათის გახლდათ და მისი მხარდამჭერი  არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ არის.

ტრეინინგს მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები, ასევე სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, მუნიციპალური ავტობაზების უფროსები და „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“  თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი დაესწრნენ.