ვაკანსიები

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“  აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტის პოზიციაზე

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

კომპანიის საქმიანობისა და პროექტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://ttc.com.ge/

ვაკანსიის შესახებ:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

სახელფასო განაკვეთი: 2090 ლარი (დარიცხული);

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სახელით წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოში; ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ადმინისტრაციულ ორგანოებსა და იურიდიული სტატუსის არმქონე სუბიექტებთან;
  • კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით წარმოშობილ დავებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა; შესაბამისი დოკუმენტის მომზადება და წარდგენა ადმინისტრაციულ ან/და სასამართლო ორგანოებში;
  • შესაბამისი კორესპოდენციის განხილვა, კომპეტენციის ფრაგლებში მასზე რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში წერილის პროექტის მომზადება;
  • კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა ან სტრუქტურული ერთეულების მიერ გასაცემი ინფორმაციის საჯაროობის სამართლებრივი შეფასება;
  • უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული კომპანიის შიდა მმართველობითი მმართველობითი/განკარგულებითი (ბრძანება, დებულება, ინსტრუქცია, წესი და სხვა) დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა, მათი შესაბამისობაში მოყვანა კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან და კომპანიის სხვა შიდა მმართველობით/განკარგულებით დოკუმენტაციასთან;
  • უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულების ან მესამე პირების მიერ მომზადებული დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, შეთანხმებების ან მემორანდუმების სამართლებრივი ექსპერტიზა, მათი შესაბამისობაში მოყვანა კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან;
  • კომპანიის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქონების განკარგვასთან/სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;
  • კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასება;
  • სამსახურის ხელმძღვანელი პირების ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • იურიდიული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“;

კომპიუტერული პროგრამები; ოპერაციული სისტემები:

Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

  • ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:  პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: info@metro.ge; lmkheidze@metro.ge;  echivadze@metro.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად