სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობისა და მონიტორინგის ინსპექტორი

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას: სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის და მონიტორინგის ინსპექტორის თანამდებობაზე

სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00 სთ

ანაზღაურება: 2500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შეძენილი სამშენებლო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა-ინსპექტირება და მიღება;
  • მიმდინარე სამშენებლო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხელშეკრულებასა და ტექნიკურ დავალებასთან, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან, საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან, „სნ და წ“-თან და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ვალდებულებების და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი მშენებელი ინჟინრის,  კვალიფიკაციით;
  • აუცილებელია მინიმუმ  სამი (3) წლის მშენებლობის ან სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის  სფეროსთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება.

უნარები/კომპეტენციები:

  • სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სტანდარტების ცოდნა;
  • სიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ლიდერობის უნარი, გავლენის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის გზით შედეგის მიღწევის უნარი;
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: [email protected] [email protected] [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის და მონიტორინგის ინსპექტორი.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად