თბილისის მეტროს 56 წლისთავთან დაკავშირებით, 15   თანამშრომელს საპატიო წოდება მიენიჭა

თბილისის მეტროს 56  წლის იუბილესთან დაკავშირებით, ტრადიციისამებრ, მეტროპოლიტენის კომპანიის 15 თანამშრომელს, რომლებიც 25 წელზე მეტია, თბილისის მეტროს ემსახურებიან, საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.
საზეიმო ღონისძიებაზე  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს თბილისის მეტროს გამართულ და უსაფრთხო მუშაობას.
საპატიო თანამშრომლის წოდება ასევე მიენიჭა მერაბ ჩადუნელს, რომელიც 42 წლის განმავლობაში ემსახურებოდა თბილისის მეტროს და სამწუხაროდ, 2021 წელს გარდაიცვალა. ღონისძიებას ესწრებოდა მისი შვილი, რომელსაც გიორგი შარკოვმა გადასცა შესაბამისი სიგელი და კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მერაბ ჩადუნელის გარდაცვალების გამო.
2022 წლის საპატიო თანამშრომლები გახდნენ: ჯუმბერ მერაბიშვილი, ავთანდილ ჯანეზაშვილი, იური ენუქიძე, ალექსანდრე გოგინაშვილი, ვალერიან კავკავაშვილი,  გელა იტრიაშვილი, რობიზონ სარდლიშვილი, რევაზ თიკანაშვილი, რევაზ ჩიტაშვილი, ნიკოლოზ დათებაშვილი, გოჩა ლელუაშვილი, ბადრი ქუხილავა, მიხეილ ყიფშიძე, ვაჟა გიგილაშვილი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ულოცავს ყველას მეტროს იუბილეს, განსაკუთრებით, თანამშრომლებს, რომელბიც წლების განმავლობაში ქალაქს  დაუღალავად ემსახურებიან.