ელექტრომატარებლის მემანქანის მოსამზადებელ ჯგუფში ჩასარიცხ პირთა შესარჩევი კონკურსი

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს:

  • ელექტრომატარებლის მემანქანის მოსამზადებელ ჯგუფში ჩასარიცხ პირთა შესარჩევი კონკურს
  • კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე
  • ის აპლიკანტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან მემანქანის შემსწავლელ კურსებს დასაქმდებიან შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ მეტროს მემანქანის პოზიციაზე
  • მემანქანეების ანაზღაურება შეადგენს საათში 11 ლარს. დამატებით მემანქანეები იღებენ მძიმე და მავნე პირობების დანამტს, მეცამეტე ხელფასს და სხვა ბენეფიტებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 18-35 წლის;
  • ქარული ენის ცოდნა;
  • საშუალო განათლება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • პრობლემური სიტუაციიდან ოპერატიულად გამოსვლის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • სასურველია გავლილი ჰქონდეს სამხედრო სამსახური.

მიღების ვადა განისაზღვროს 2022 წლის  14 დეკემბრის ჩათვლით

შერჩევის პროცედურა:

  • შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკანტთა შერჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების (CV) მიხედვით;
  • შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება. ამ პროცედურის შესახებ კანდიდატები წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; [email protected];  [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV- სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად