სამსახურის ტექნიკური განყოფილების ტექნიკური დოკუმენტაციის ჯგუფის უფროსი

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამსახურის ტექნიკური განყოფილების ტექნიკური დოკუმენტაციის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:00 საათიდან 18:00 საათამდე

ანაზღაურება: 1800,0 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტექნიკური დოკუმენტაციის ჯგუფის უფროსის ძირითადი საქმიანობაა მეტროს სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სფეროში არსებული ტექნიკური დოკუმენტაციის (პრინციპიალური და მონტაჟური სქემები, კონსტრუქციული ნახაზები, სპეციფიკაციები და ა.შ.) სრულყოფილი აღქმა, მისი დეტალური ანალიზი და სათანადო დასკვნის შედგენა. მოცემული ტექნიკური პირობების მოთხოვნების თანახმად, მოქმედი ინსტრუქციებისა და ტიპიურ ალბომების მეშვეობით შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის  დამოუკიდელად შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამის შესაბამისი ხარისხი ტექნიკურ დარგში,  სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურში ან მსგავსი პროფილის სამსახურში არანაკლებ 3 (სამი) წლის სამუშაო გამოცდილება ან პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში და სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურში ან მსგავსი პროფილის სამსახურში არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება..

უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
  • ჯგუფის უფროსი პრაქტიკული გამოყენების დონეზე უნდა ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს და უნდა შეეძლოს „Autocad“ პროგრამაში მუშაობა;

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  z[email protected]  [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.