სამსახურის ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამსახურის ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ანაზღაურება: 1350.0 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამსახურის ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერის ძირითადი საქმიანობაა სარკინიგზო ტრანსპორტზე სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სფეროში არსებული ტექნიკური დოკუმენტაციის (პრინციპიალური და მონტაჟური სქემები, კონსტრუქციული ნახაზები, სპეციფიკაციები და ა.შ.) აღქმა და ანალიზი, კომპანიის  საქმის წარმოების პროგრამის ფარგლებში მიმოწერის წარმოება სამსახურისა და კომპანიის სტუქტურულ ერთეულებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აკადემიური უმაღლესი განათლების არანაკლებ პირველი საფეხურის პროგრამის შესაბამისი ხარისხი ტექნიკურ დარგში ან მიღებული აქვს საშუალო ტექნიკური განათლება სათანადო დარგში ან  გააჩნია სპეციალური განათლება ტექნიკურ დარგში ან საშუალო განათლება და გააჩნია სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურში ან მსგავსი პროფილის საწარმოში არანაკლებ 3 (სამი) წლის სამუშაო გამოცდილება.

უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
  • უფროსი ინჟინერი პრაქტიკული გამოყენების დონეზე უნდა ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს და უნდა შეეძლოს ინტერნეტ ქსელსში და კომპანიის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; [email protected]; [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.