სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის სამსახურის სამგზავრო-ავტომატიკის დისტანციის ელმექანიკოსი

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის სამსახურის სამგზავრო-ავტომატიკის დისტანციის ელმექანიკოსის  პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 08:00-20:00,   20:00-08:00

ანაზღაურება: 5,98 ლარი/საათში (საბაზისო 1 100.0 ლარი).

ფუნქცია-მოვალეობები:

სამგზავრო ავტომატიკის მოწყობილობების (ავტომატიზირებული საკონტროლო პუნქტების (ასპ)) ტექნიკური მომსახურეობა, ტექნოლოგიური პროცესების გრაფიკით გათვალისწინებული  და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება;

პროფილაქტიკური ღონისძიებების   განხორციელება დაზიანებების თავიდან ასაცილებლად;

სათანადო ინსტრუქტაჟის  ჩატარება სხვა სამსახურის მუშაკებისთვის, რომლებიც იყენებენ სამგზავრო ავტომატიკის მოწყობილობებს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამის შესაბამისი ხარისხი ტექნიკურ დარგში ან  პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში  და სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურში 1 (ერთი) ან მსგავსი პროფილის სამსახურში არანაკლებ 3 (სამი) წლის სამუშაო გამოცდილება.

უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]z[email protected];  [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.