სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის სამსახურის სიგნალიზაციის დისტანციის ელ.მონტიორი

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის სამსახურის სიგნალიზაციის დისტანციის  ელ.მონტიორის(მორიგე)  პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 08:00-20:00,   20:00-08:00

ანაზღაურება: 4,89 ლარი/საათში (საბაზისო 899,52 ლარი).

ფუნქცია-მოვალეობები:

მეტროპოლიტენის ელექტრული ცენტრალიზაციის, ავტობლოკირების, სიჩქარის ავტომატური რეგულირების და დისპეტჩერული ცენტრალიზაციის მოწყობილობების მიმდინარე მომსახურეობის სამუშაოების წარმოება, დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად;

უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.
  • სპეციალური განათლება ტექნიკურ დარგში ან საშუალო განათლება და  მსგავსი პროფილის საწარმოში არანაკლებ 1 (ერთი) წლის სამუშაო გამოცდილება ან შესაბამის სპეციალობის ფაკულტეტზე სწავლების პერიოდში არანაკლებ 1 (ერთი) წლის სამუშაო გამოცდილება.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]z[email protected];  [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.