სიგნალიზაციის სამსახურის სიგნალიზაციის დისტანციის ელ.მექანიკოსი

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სიგნალიზაციის სამსახურის სიგნალიზაციის დისტანციის ელ.მექანიკოსის (მორიგე)  პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 08:00-20:00,   20:00-08:00

ანაზღაურება: 6.80 ლარი/საათში (საბაზისო 1 250,11 ლარი).

ფუნქცია-მოვალეობები:

მეტროპოლიტენის ელექტრული ცენტრალიზაციის, ავტობლოკირების, სიჩქარის ავტომატური რეგულირების და დისპეტჩერული ცენტრალიზაციის მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურეობის, ტექნოლოგიური პროცესების გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციით განსაზღვრულისამუშაოების შესრულება;

მოწყობილობების მუშაობაში უწესივრობების სწრაფი ლიკვიდაცია;

ცოდნის მუდმივი სრულყოფა  სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების მოწყობილობების დარგში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აკადემიური უმაღლესი განათლების არანაკლებ პირველი საფეხურის პროგრამის შესაბამისი ხარისხი ტექნიკურ დარგში ან  საშუალო ტექნიკური განათლება სათანადო დარგში, ან   სპეციალური განათლება ტექნიკურ დარგში და  სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურში 1 (ერთი) წლის ან მსგავსი პროფილის საწარმოში არანაკლებ 3 (სამი) წლის სამუშაო გამოცდილება.

უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]z[email protected];  [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.