სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურის სარემონტო-ტექნოლოგიური დისტანციის ელექტრომექანიკური ჯგუფის ელ.მექანიკოსი

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურის  სარემონტო-ტექნოლოგიური დისტანციის ელექტრომექანიკური ჯგუფის ელ.მექანიკოსის   პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:0 საათიდან 18:00 საათამდე

ანაზღაურება: 1 100,0 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურის მომსახურეობაში მყოფი სისტემების, მოწყობილობების პერიოდულ შემოწმება, გამართვა, შეკეთება, აპარატურის მონტაჟი,  რეგულირება,  საზეინკლო სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება ტექნოლოგიური პროცესის და მოქმედი ინსტრუქციების დაცვით;

სამუშაოების შესრულების პროცესში  საწარმოო სანიტარიის, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ყველა მოთხოვნის  დაცვა;

ჯგუფის უფროსის, დისტანციის და სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების და მითითებების  შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აკადემიური უმაღლესი განათლების არანაკლებ პირველი საფეხურის პროგრამის შესაბამისი ხარისხი ტექნიკურ დარგში ან მიღებული აქვს საშუალო ტექნიკური განათლება სათანადო დარგში ან  გააჩნია სპეციალური განათლება ტექნიკურ დარგში ან საშუალო განათლება და გააჩნია სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურში ან მსგავსი პროფილის საწარმოში არანაკლებ 3 (სამი) წლის სამუშაო გამოცდილება

უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; [email protected]; [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.