მიღება სადგურის მორიგის მოსამზადებელ კურსებზე

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს -
განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის
მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა


კომპანია აცხადებს სადგურის მორიგის მოსამზადებელ სამ თვიან კურსებზე ჩასარიცხად ტესტირებას


ტესტირების გავლის შემდეგ მოსამზადებელ ჯგუფში ჩაირიცხებიან ის მსურველები, რომლებიც
შეფასდებიან მაღალი ქულებით


სადგურის მორიგის პოზიციის შრომის პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სადგურის მორიგის პოზიცია - ცვლიანი. ცვლის ხანგრძლიობა 12 საათი.
ანაზღაურება: სადგურის მორიგის პოზიცია - 5,91 ლარი საათში - 6,18 ლარი საათში.

კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ:

  • საბაზისო ასო სამედიცინო დაზღვევით.
  • შვებულება 24 სამუშაო დღე, ასევე დამატებითი ანაზღაურებადი საშვებულებო დღეები 2 სამუშაო დღე და 10 კალენდარული .
  • დანამატი  შრომის მავნე პირობებისთვის 70 ლარი თვეში
  • წელიწადში ერთჯერადად 5 წლიანი სტაჟის  შემდეგ წელთა ნამსახურების ჯილდო

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სადგურის მორიგის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მგზავრთა ჩასხდომა- გადმოსხდომის კონტროლს და მატარებლების სადგურში გავლის უსაფრთხოებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ზოგადი განათლების სრული კურსი.

უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

მიღების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 31 იანვრიდან 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 01 მარტამდე
ელექტრონულ მისამართზე: [email protected][email protected];  [email protected] და სათაურის
ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“
ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების
განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ
დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"),
შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე
კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.