პარკინგის უმცროსი ინსპექტორი

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ინსპექტორის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი (კვირაში 5 სამუშაო დღე)

საშაულო ანაზღაურება თვეში: 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამსახურებრივი ფორმითა და საშვის გამოყენებით, განსაზღვრული არეალის ფარგლებში ამოწმებს სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისა და დგომა-გაჩერების წესებს და პარკირების საფასურის გარეშე დგომას;
  • სამართალდარღვევის გამოვლენისას ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რის თაობაზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
  • სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მისთვის სამართალდარღვევის არსის და უფლება-მოვალეობის გაცნობას, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებას. ხოლო სამართალდამრღვევის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განთავსებას სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე;
  • უზრუნველყოფს სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის შევსების პროცესის სამხრე ვიდეოკამერებით გადაღებას (შესაძლებლობის შემთხვევაში);
  • უზრუნველყოფს სამართალდარღვევის და სამართალდარღვევის ობიექტის - სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირების ან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის მიზნით ევაკუატორზე განთავსების პროცესის ფოტო/ვიდეო ფირზე დააფიქსირებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაჯარიმებული სატრანსპორტო საშუალებისა და დაჯარიმების ადგილის იდენტიფიცირება და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის „თბილისის პარკინგის“ საჯარიმოს მენეჯერს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც გავლილი აქვს ზოგადი განათლების სრული კურსი;

უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: [email protected];  [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.