სადგურის მორიგისა და შეცვლის ჯგუფის სადგურის მორიგის პოზიციებზე

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას:

1. სადგურის მორიგის  პოზიციაზე.

2. შეცვლის ჯგუფის სადგურის მორიგის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი:

1. სადგურის მორიგის პოზიცია -  ცვლიანი. ცვლის ხანგრძლიობა 12 საათი.

2. შეცვლის ჯგუფის სადგურის მორიგის პოზიცია - ცვლიანი. ცვლის ხანგრძლიობა 6 საათი.

ანაზღაურება:

1. სადგურის მორიგის პოზიცია  - 4,88 ლარი საათში - 5,11 ლარი საათში.

2. შეცვლის ჯგუფის სადგურის მორიგის პოზიცია - 4.88 ლარი საათში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სადგურის მორიგის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მგზავრთა ჩასხდომა- გადმოსხდომის კონტროლს და  მატარებლების სადგურში გავლის უსაფრთხოებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ზოგადი განათლების სრული კურსი.

უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

მიღების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 15 სექტემბრიდან 2022 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 24 ოქტომბრამდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; [email protected];  [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად