სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობისა და მონიტორინგის ინსპექტორი
კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.
ვაკანსიის შესახებ:
კომპანია აცხადებს ვაკანსიას: სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის და მონიტორინგის ინსპექტორის თანამდებობაზე
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 2500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შეძენილი სამშენებლო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა-ინსპექტირება და მიღება;
- მიმდინარე სამშენებლო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხელშეკრულებასა და ტექნიკურ დავალებასთან, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან, საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან, „სნ და წ“-თან და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ვალდებულებების და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი მშენებელი ინჟინრის, კვალიფიკაციით;
- აუცილებელია მინიმუმ სამი (3) წლის მშენებლობის ან სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის სფეროსთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება.
უნარები/კომპეტენციები:
- სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სტანდარტების ცოდნა;
- სიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
- ლიდერობის უნარი, გავლენის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის გზით შედეგის მიღწევის უნარი;
- პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
- სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
- სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: [email protected] [email protected] [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის და მონიტორინგის ინსპექტორი.