მეტროსადგური „თავისუფლება“ შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს

გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესო აქციაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების“ ზედა ფოიეში გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი აირი მგზავრთა გადაადგილების შეფერხების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში პანიკის დათესვას.