თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს ავტობუსები დაემატება

თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.

ავტობუსები გასული ორი კვირის განმავლობაში 12 მარშრუტზე უკვე გადანაწილდა. პროცესი 13 აპრილს დასრულდება.