შალვა ბექაური ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონი გახდა

აბუ დაბიში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელმა, 51 წლის შალვა ბექაურმა აბსოლუტური წონითი კატეგორიის (M5, +100კგ) ფინალურ ორთაბრძოლაში ამერიკელი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. 
შალვა ბექაური თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში სატრანსპორტო სამსახურის მექანიკოსად თითქმის 14 წელია მუშაობს. ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონია, ასევე, ევროპის ძიუდოს ჩემპიონი  ახალგაზრდებში და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული. 2023 წელს მან მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამბოში და ევროპის ვიცე ჩემპიონის ტიტული ძიუდოში. 
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ულოცავს შალვა ბექაურს გამარჯვებას და უსურვებს მას მრავალ წარმატებას სპორტულ ასპარეზზე.