ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გახანგრძლივდება

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას გეგმავს, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს.

მეტროპოლიტენის მომსახურება პირველი იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 03:00 საათამდე; ავტობუსებით მგზავრთა მომსახურება ასევე გახანგრძლივდება პირველი იანვრის 03:00 საათამდე; რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 31 დეკემბრის 22:00 საათიდან 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.

რაც შეეხება შობის ღამეს, თბილისის მეტროს მუშაობა 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.