თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება
ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. ცვლილება შეეხება, როგორც თბილისის მეტროს, ისე ავტობუსებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენი მუშაობას 00:00 საათის ნაცვლად, 7 იანვრის 03:00 საათზე დაასრულებს და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.