თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ტრანსპორტელების დღე აღინიშნა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ტრანსპორტელების დღე ტრადიციულად აღინიშნა და 11 თანამშრომელს, რომლებიც 25 წელზე მეტია, თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტს ემსახურებიან, საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა. 2022 წლის საპატიო თანამშრომლები გახდნენ ავტობუსის მძღოლები, მექანიკოსები, ავტოსერვის ცენტრის, ავტობუსების სადისპეტჩეროსა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა თანამშრომლები.

პროფესიული დღე საპატიო თანამშრომლებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად მიულოცა და მათ წლების განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის გაწეული დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

საპატიო თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ასევე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ და ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ, რომელმაც დამატებით სპეციალური ჯილდო გადასცა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს, როგორც საუკეთესო დამსაქმებელს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ულოცავს მუნიციპალურ ტრანსპორტში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ტრანსპორტელების დღეს და საქმისადმი ერთგულებისთვის მათ მადლობას უხდის.