თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მუნიციპალური ავტობუსის დაზიანების ფაქტსა და ზარალის ანაზღაურებას ეხება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული მუნიციპალური ავტობუსების სარემონტო სამუშაოებს შესაბამისი საგარანტიო ხელშეკრულების ფარგლებში, მწარმოებელი ორგანიზაციის მხრიდან ლიცენზირებული უფლებამოსილი კომპანიები ახორციელებენ. ამავე კომპანიების მიერ ხდება, როგორც ტექნიკური ნაწილების, ასევე, მომსახურების ღირებულების დადგენა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მიყენებული დაზიანების სრული იდენტიფიცირება შეუძლებელია პირველადი დათვალიერებისას და შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების სრული მოცულობის დადგენა ხდება ავტობუსის სერვისცენტრში გადაყვანის შემდეგ. როგორც კი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მიყენებული ზარალის ოდენობას განსაზღვრავენ, დგება ინვოისი, რომლის საფუძველზეც, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ინვოისით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ღირებულებას არანაირ ფასნამატს არ ადებს და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, კომპანია ხელოვნურად ზრდის დაზიანებული ავტობუსის შეკეთების ღირებულებას, არის სრული სიცრუე