ლიანდაგის მონტიორის მოსამზადებელი კურსები
კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს -
განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის
მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა
კომპანია აცხადებს ლიანდაგის მონტიორის მოსამზადებელ ორ თვიან კურსებზე ჩასარიცხად გასაუბრებას
გასაუბრების გავლის შემდეგ მოსამზადებელ სასწავლო ჯგუფში ჩაირიცხებიან ის მსურველები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას
ლიანდაგის მონტიორის პოზიციის შრომის პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ლიანდაგის მონტიორის პოზიცია - ცვლიანი (ღამის). ცვლის
ხანგრძლიობა 6 საათი.
ანაზღაურება: ლიანდაგის მონტიორის პოზიცია - 9,45 ლარი საათში ; (თვიურად 1200-1300 ლარი)
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5- ორშაბათი-პარასკევი
კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ:
- საბაზისო უფასო სამედიცინო დაზღვევით.
- შვებულება 24 სამუშაო დღე, ასევე დამატებითი ანაზღაურებადი საშვებულებო დღეები 2 სამუშაო დღე და 10 კალენდარული დღე.
- დანამატი შრომის მავნე პირობებისთვის 100 ლარი თვეში
- წელიწადში ერთჯერადად 5 წლიანი სტაჟის შემდეგ წელთა ნამსახურების ჯილდო
ფუნქცია-მოვალეობები:
- ლიანდაგის მონტიორი ასრულებს სალიანდაგო მეურნეობის მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოებს, ასევე, საოსტატოს ხელმძღვანელი პირის მიერ ყოველდღიურად განსაზღვრულ კონკრეტულ სამუშაოს;
- დამატებით, დღის ცვლაში მომუშავე ლიანდაგის მონტიორი ასრულებს რელსების შედუღების სამუშაოებს, მათ დატვირთვა-გადმოტვირთვას და დაშტაბელებას, შპალების დატვირთვა-გადმოტვირთვას და ოსტატების მიერ მოთხოვნილი მასალების ადგილზე მიწოდებას;
- ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ წესრიგში მოიყვანოს სამუშაო ადგილი;
- ვალდებულია გაუფრთხილდეს სამუშაო იარაღებსა და კომპანიის ქონებას;
- გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული და სხვა აუცილებელ სამუშაოები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ზოგადი განათლება.
უნარები/კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
- სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
- სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.
მიღების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 05 ნოემბრიდან 2025 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; [email protected]; და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.