თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესახებ

თბილისის სატრანსპორტო კომპანია (ყოფილი შპს „თბილისის მეტრო"), რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, ოპერირებს 1966 წლიდან, როდესაც გაიხსნა მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი დიდუბე რუსთაველის მიმართულებით

  • 2009 წელს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება სამი ავტოპარკის სახით
  • 2012 წელს კი კომპანიას შემოუერთდა თბილისში მდებარე საბაგირო გზების ინფრასტრუქტურა და ახლად აშენებული რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა
  • 2018 წელს კომპანიის მართველობაში გადმოვიდა თბილისის პარკინგის სისტემა 32’000-მდე საპარკინგე ადგილით

კომპანიაში დასაქმებულია 6’492-მდე ადამიანი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა მათთვის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული