რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს მგზავრთა მომსახურებას განაახლებს 15:00 საათზე, ნაცვლად 10:00 საათისა. აღნიშნულ პერიოდში დაგეგმილია რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.