კუს ტბის საბაგირო გზა 23 ოქტომბერს 18:00 საათზე დაიხურება

23 ოქტომბერს, კუს ტბის საბაგირო გზა, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მგზავრთა მიღებაზე დაიკეტება 18:00 საათზე, ნაცვლად 22:00 საათისა.

24 ოქტომბრიდან საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას 10:00-დან 22:00 საათამდე

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის