თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ტრანსპორტელების დღე აღინიშნა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, ტრადიციულად, ტრანსპორტელების დღე აღინიშნა. ავტობუსების მიმართულებით მომუშავე 12 თანამშრომელს მადლობის სიგელი და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად და ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტ ლავრენტი ალანიასთან ერთად, თანამშრომლებს მიულოცეს ტრანსპორტელის დღე და მადლობა გადაუხადეს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის გაწეული შრომისთვის.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ულოცავს მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ტრანსპორტელის დღეს!