თანაბარი შესაძლებლობები

2016 წლის 11 მაისს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება 143 ახალი, ევრო 6-ის სტანდარტის, ბუნებრივ აირზე მომუშავე 12 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე - თბილისის ავტობუსების პროექტი.

პროექტის ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საგრანტო მხარდაჭერით დაიწყო სხვა პროექტების განხორციელებაც, რომლებიც ემსახურება კომპანიის ინსტიტუციონალურ განვითარებას სხვადასხვა დონეზე.

გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა

გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა გულისხმობს საკადრო განვითარების პროგრამას, რაც კომპანიას მისცემს საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვის საშუალებას. პროგრამის ფარგლებში იგეგმება კომპანიაში დაინერგოს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა, რაც გულისხმობს გენდერულად თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას. შედეგად კომპანია გახდება ერთგვარი ლიდერი სატრანსპორტო სფეროში,  რომელიც ტრადიციულად მამაკაცებით დომინირებულ სფეროდ არის მიჩნეული.

საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ თანაბარი შესაძლებლობების დანერგვა წარმოადგენს კომერციულად მდგრადი, ძლიერი კომპანიის ჩამოყალიბების საშუალებას, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს საზოგადოებისთვის კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო მომსახურების მიწოდებას.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გენდერული თანასწორობის საკითხებზე  საკონსულტაციო მომსახურებას უწევს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია AETS apave, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტებით.

პროგრამის ფარგლებში 2018 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შეიქმნა:

  • თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის განხორციელების სამოქმედო გეგმა
  • განაცხადი და სლოგანი თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის შესახებ
  • გადამზადდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის სპეციალობაზე;
  • შემუშავდა გენდერულად გამართული სამსახურში აყვანის  განაცხადის ფორმა
  • ავტობუსის მძღოლებისთვის, კონდუქტორებისა და კონტროლიორებისთვის  შეიქმნა ახალი დიზაინის სამუშაო ფორმები თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის გათვალისწინებით
  • თანაბრი შესაძლებლობების სწორი განვითარების, უკეთესი სამუშაო გარემოს შექმნისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით შემუშავდა კითხვარი თანამშრომლებისთვის.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ორიენტირებულია შექმნას მრავალფეროვანი სამუშაო გარემო, რომელიც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანაბარ შესაძლებლობებს შეუქმნის, რათა მაქსიმალურად წარმოაჩინოს და განავითაროს საკუთარი პოტენციალი;

კორპორატიული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამა

გულისხმობს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მხრიდან ინსტიტუციონალური განვითარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფისა და პოზიტიური კუთხით წარმოჩენის მიზნით.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მომსახურებას უწევს  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mott Macdonald-ი, რომელთანაც 2018 წელს გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. კომპანია Mott Macdonald-ი თვაის მხრივ კონსორციუმის წესით გაერთიანდა ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანია PMCG-სთან.

  • 2018 წლის 23-27 აპრილს გაიმართა პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრები შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს შორის.
  • 2018 წლის 24-25 ოქტომბერს კომპანია  Mott Macdonald-ის ადამიანური რესურსების (HR) სპეციალისტების მიერ განხორციელდა ორდღიანი ვიზიტი საქართველოში, რომლებმაც კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში ჩატარდა აუდიტი, შემუშავდა რეკომენდაციები
  • 2018 წლის 21-26 სექტემბერს კომპანია Mott Macdonald-ის და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის მიერ განხორციელდა გარემოსდაცვითი აუდიტი.

შრომის უსაფრთხოების პროგრამა OHS

თბილისის ავტობუსების პროექტის -  ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსდა (გამოიყო გრანტი) პროგრამა შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც 2018 წლის აგვისტოში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია AV GROUP-ს შორის. რომლის მიხედვით  კომპანია AV GROUP-ი საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ და დაეხმარება მოსამზადებელ სამუშაოების/პროცედურების წარმართვაში, რომელიც საჭიროა  ISO 45000-ის აღებისთვის.

  • 2018 წლის ოქტომბერში კომპანიაში AV GROUP-მა ჩაატარა აუდიტი შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
  • შემუშავდა გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმა (ESMS), რისი გათვალისწინებითაც 2018 წელს კომპანიაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილება და კომპანიაში შეიქმნა ცალკე სტრუქტურული ერთეული ტექნიკური, სახანძრო, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მართვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო პირობების შექმნას.
  • შეიქმნა  „გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების მართვის სისტემისთვის“  საჭირო მარეგულირებელი დოკუმენტების პაკეტი, რომელიც დამტკიცების ეტაპზეა.