თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება
გეგმური სამუშაოების გამო, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება. საბაგირო გზა მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყებს.
აღნიშნულ პერიოდში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი, კერძოდ,საბაგირო გზის ანძებზე საპოხი სამუშაოებია დაგეგმილი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის