თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შიდა ტურნირი ფეხბურთში

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შიდა ტურნირი ფეხბურთში დასრულდა. ტურნირი 6 ივნისს დაიწყო და მასში სატრანსპორტო კომპანიის შიდა სტრუქტურული ერთეულების 8 გუნდი მონაწილეობდა. გუნდები ორ ჯგუფში იყვნენ გადანაწილებული და პირველ-მეორე ადგილზე გასულები ერთმანეთს ნახევარფინალებში დაუპირისპირდნენ.

ფინალური თამაშები 24 ივნისს გაიმართა, სადაც „ერთობა 2013“-მა ადმინისტრაციის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 5-4 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. გამარჯვებული კი კვლავ გახდა სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის საფეხბურთო გუნდი, რომელმაც ფინალში ელ. მექანიკური სამსახურის გუნდი ანგარიშით 6-2 დაამარცხა.

ტურნირის ბომბარდირი ელ. მექანიკური სამსახურის საფეხბურთო გუნდის მოთამაშე გრიგოლ კობახიძე გახდა.

გამარჯვებული გუნდები კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად დააჯილდოვა და გუნდებს ფულად ჯილდოებთან ერთად სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქრები გადასცა