მოწვევა ტენდერზე - თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება - №1 ავტოპარკის რეაბილიტაცია

თბილისის სატრანსპორტო კომპანია იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს  ავტობუსების N1 დეპოს რეაბილიტაციის, საერთაშორიო ტენდერზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის/გრანტის საშუალებით

ტენდერი ხორციელდება ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების გათვალისწინებით და ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული კომპანიისთვის ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ ასეთზე აკრძალვა არ არის დაფიქსირებული შესყიდვების დოკუმენტაციაში.

შესყიდვის პროცედურა ხორციელდება ელექტრონული პორტალის „EBRD Client E-Procurement Portal (ECEPP)“ მეშვეობით. პოტენციურ მონაწილეებს შეუძლია შესყიდვის შესახებ ინფორმაციის მიღება შემდგომში მითითებული ელექტრონული მისამართზე „Access Opportunity“ ღილაკზე დაჭერით (ECEPP პორტალის შემთხვევაში). დოკუმენტაციაზე წვდომისთვის დარეგისტრირებულ მომხმარებელს მოუწევს სისტემაში შესვლა, ხოლო დაურეგისტრირებულ მომხმარებელს მოუწევს ინფორმაციაზე წვდომამდე რეგისტრაციის გავლა.

https://ecepp.ebrd.com/respond/5T8253UWBT

ტენდერის საიდენტიფიკაციო ნომერია: 21384005

ტენდერის გახსნის თარიღი - 2022 წლის 13 ოქტომბერი;

ტენდერის დახურვის თარიღი 2022 19 დეკემბერი.

დოკუმენტაცია მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა:

  • დეტალური ტექნიკური დავალება და ფინანსური მოთხოვნები;
  • შესაბამისობისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
  • კონტრაქტის დაწყების თარიღი;
  • კონტრაქტის მიმდინარეობის პერიოდი;
  • ინფორმაციის გამოთხოვისთვის საჭირო მოთხოვნები;
  • სხვა ნებისმიერი რელევანტური ინფორმაცია.