მობილური აპლიკაცია

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის   ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მობილურ აპლიკაციას  Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის.

აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია სთავაზობს საკუთარ მგზავრებს, კერძოდ:

  • მგზავრობის დაგეგმვა - შეარჩიეთ საუკეთესო მარშრუტი თქვენი მგზავრობისთვის:

    • დანიშნულების ადგილის შერჩევა შეგიძლიათ:
      • თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით (მობილურის GPS სისტემა);
      • ქუჩის სახელით;
      • გაჩერების სახელით ან ID ნომრით;
      • რუკის დახმარებით;
    • შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ პარამეტრები:
      • მგზავრობის ტიპი (მეტრო, ავტობუსი, ან ორივე);
      • დამატებითი პარამეტრები (უმოკლესი მარშრუტი, ცოტა გადაჯდომით);
      • მაქსიმალური დისტანცია ფეხით სიარულისთვის;

 

  • ტაბლოს ინფორმაცია - ავტობუსების მოსვლის დროები გაჩერებებზე:
    • გაჩერების არჩევა შეგიძლიათ:
      • თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით (მობილურის GPS სისტემა);
      • ქუჩის სახელით;
      • გაჩერების სახელით ან ID ნომრით;
      • რუკის დახმარებით;

 

  • ავტობუსი რეალურ დროში:
    • შეარჩიეთ მარშრუტი, მერე მიმართულება და ნახეთ თუ სად მდებარეობს ავტობუსი რეალურ დროში;

 

  • მარშრუტების სქემა (ავტომატურად განახლებადი):
    • შეგიძლიათ ნახოთ თბილისის მეტროს მარშრუტი და გაჩერებები რუკაზე;
    • ასევე ავტობუსის ცალკეული მარშრუტების სქემა თბილისის რუკაზე;

 

  • გრაფიკები  (offline):
    • ნახეთ გრაფიკები მარშრუტის და გაჩერებების მიხედვით:
      • შეგიძლიათ აირჩიოთ უახლოესი გაჩერება (მობილურის GPS სისტემით), გაჩერების სახელით ან ID ნომრით;

 

  • ფავორიტები:
    • დაიმახსოვრეთ ხშირად შერჩეული გაჩერებები  ფავორიტებში, რომ სწრაფად მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია;

 

  • ინფორმაცია:
    • საკონტაქტო ინფორმაცია;
    • ტარიფები და ფასდაკლების სისტემა;
    • სამგზავრო ბარათი „მეტრომანი";
    • სამუშაო საათები.