რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 15 მაისიდან გაიხსნება
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 15 მაისიდან კვლავ გაიხსნება და მოემსახურება მგზავრებს. საბაგირო გზა 10:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საბაგირო გზების მუშაობაზე დაწესებული იყო შეზღუდვა.
შეგახსენებთ, რომ კუს ტბისა და ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზები 13 მაისიდან გაიხსნა და ემსახურებიან მგზავრებს