თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა
მეტროსადგურებმა „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში განაახლა. ადგილზე ოპერატიულად იმუშავა კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა. შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!