მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მგზავრთა მომსახურება განახლდა
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და ხვალიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.
სადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლების სამომსახურო ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც.
პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა.