თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შიდა ტურნირი მინი ფეხბურთში
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შიდა ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა. ტურნირი 12 ივნისს დაიწყო და მასში სატრანსპორტო კომპანიის შიდა სტრუქტურული ერთეულების 10 გუნდი მონაწილეობდა. გუნდები ორ ჯგუფში იყვნენ გადანაწილებული და პირველ-მეორე ადგილზე გასულები ერთმანეთს ნახევარფინალებში დაუპირისპირდნენ
ფინალური თამაშები 30 ივნისს გაიმართა. მატჩში მესამე ადგილისთვის „ერთობა 2013“-მა სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის გუნდი დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა.
ფინალში, ისევე როგორც წინა წელს, ერთმანეთს სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა და ელ. მექანიკური სამსახურების საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის გამარჯვებული გახდა სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის გუნდი.
ტურნირის ბომბარდირი „ერთობა 2013“ საფეხბურთო გუნდის მოთამაშე ბექა ბუცხრიკიძე გახდა, რომელმაც სულ 21 გოლი გაიტანა.
გამარჯვებული გუნდები კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად დააჯილდოვა და გუნდებს ფულად ჯილდო და სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქარი გადასცა.