სისხლის უანგარო დონორის აქცია სატრანსპორტო კომპანიაში
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მონაწილეობა მიიღო სისხლის უანგარო დონორის ტრადიციულ აქციაში „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“. აქცია შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკის) მობილურმა ჯგუფმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სათაო ოფისში ჩაატარა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს სატრანსპორტო კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის სამსახურების თანამშრომლებმა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საპასუხისმგებლო აქციაში მონაწილეობით კომპანიას მცირედი წვლილი შეაქვს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში, რადგან ერთი მოქალაქის მიერ ჩაბარებულმა სისხლმა შეიძლება, სამი სიცოცხლე იხსნას.