თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ტრანსპორტელების დღე აღინიშნა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ტრადიციულად, ტრანსპორტელების დღე აღნიშნა. ეს დღე კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად მიულოცა და წლების განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
ტრანსპორტელების დღესთან დაკავშირებით კომპანიის 12 თანამშრომელს, რომლებიც უკვე 25 წელზე მეტია, აღნიშნულ სფეროში არიან დასაქმებულები, საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა. 2023 წლის საპატიო თანამშრომლები ავტობუსის მძღოლები, მექანიკოსები, ავტოსერვის ცენტრის, სადისპეტჩეროსა და მოძრაობის უსაფრთხოების თანამშრომლები გახდნენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ულოცავს დღევანდელ დღეს!