ავტობუსები კიდევ შვიდ მარშრუტზე გადანაწილდება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

3 აპრილიდან ავტობუსები კიდევ შვიდ მარშრუტზე გადანაწილდება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. პროცესი 23 მარტს დაიწყო და სამი კვირის განმავლობაში ავტობუსების რაოდენობა 17 მარშრუტზე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქში შემოვა 110 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. გარდა ამისა, დაწყებულია 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის პროცესი.