ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთში, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შესაბამისი სამსახურები.
მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებების გამო, ტერიტორიაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა გართულდა და საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთში 12 მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით აიკრძალა.
ამჟამად, 12-მეტრიანი ავტობუსები დროებით გადართული იქნა ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ:
ავტობუსი N323, N317 და N370 იმოძრავებენ თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი წერეთლის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს.
ავტობუსი N323 სადგურის მოედნიდან გააგრძელებს გადაადგილებას გიორგი ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით, მათ შორის უკუმიმართულებითაც.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!