ტენდერი II ავტობაზის გაზგასამართი სადგურის წარმადობის გაზრდის შესახებ.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ „GrCF2 W2 თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება (ECEPP-ზე პროექტის საიდენტიფიკაციო No 51207)“ - პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, გამოცხადებული იქნა განმეორებითი ტენდერი II ავტობაზის გაზგასამართი სადგურის წარმადობის გაზრდის შესახებ.

მიმდინარე შესყიდვა ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კლიენტების ელექტრონული შესყიდვების პორტალის (ECEPP) მეშვეობით.

პოტენციური მონაწილეები შეძლებენ შესყიდვის პროცედურაზე წვდომას ქვემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლით.

იხილეთ ბმული:   https://ecepp.ebrd.com/delta/viewNotice.html?displayNoticeId=26903561

დარეგისტრირებულ მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შევიდნენ სისტემაში და იხილონ სატენდერო დოკუმენტაცია. ხოლო, დაურეგისტრირებელი მონაწილეები სატენდერო დოკუმენტაციასთან წვდომას შეძლებენ მოკლე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ პოტენციური მონაწილეებისთვის გეგმავს წინასატენდერო შეხვედრის ორგანიზებას, რათა დაეხმაროს მათ სატენდერო წინადადებების მომზადებაში.

დეტალური ინფორმაცია შეხვედრის თარიღის და ადგილის შესახებ გამოქვყნებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კლიენტების ელექტრონული შესყიდვების პორტალზე (ECEPP).