შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევას მეტროს მოძრავი შემადგენლობის (მატარებლების) ტენდერის საშუალებით შემდგომი შესყიდვის მიზნით
გაცნობებთ, რომ შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" (TTC) ატარებს ბაზრის კვლევას, მეტროს მოძრავი შემადგენლობის (მატარებლების) შემდგომი შესყიდვის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს მეტროს მოძრავი შემადგენლობის (მატარებლების) შესყიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (IFI) სასესხო რესურსის მხარდაჭერით და შესაბამისი შესყიდვების პოლიტიკის მოთხოვნების გათვალისწინებით. ტენდერის განხორციელების შესახებ, დაზუსტებული ინფორმაცია გამოქვეყვეყნდება შეტყობინების სახით, მას შემდეგ, რაც მომზადება სატენდერო დოკუმენტაცაცია.
მიმდინარე ბაზრის კვლევა მიზნად ისახავს, ბაზრის შესაძლებლობების დადგენას, შემდგომში სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისთვის. აღსანიშნავია, რომ ბაზრის კვლევის განხორციელების პროცესში მოწოდებული/მიღებული ინფორმაცია თბილსის სატრანსპორტო კომპანიის მიერ, არ იქნება გამოიყენებული სხვა (არასათანადო) მიზნებისთვის.
ამასთანავე, აღნიშნულ წერილზე თანდართული დოკუმენტაცია, განკუთვნილია არამარტო ბაზრის შესაძლებლობების, არამედ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების და მეტროს მოძრავი შემადგენლობის (მატარებლების) საორიენტაციო ღირებულების დადგენისთვის.
გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია და დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდოთ წინადადებები, შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების და კითხვების გათვალისწინებით.
გთხოვთ, წინადადებების მომზადებისას გაითვალისწინოთ შემდეგი:
1. წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია - გაქვთ თუ არა შესაძლებლობა, მოგვაწოდოთ მეტროს მოძრავი შემადგენლობა (მატარებლები) შემოთავაზებული
ტექნიკური სპეციფიკაციების/პარამეტრების გათვალისწინებით. ასევე, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით შესაძებელია მოგვაწოდოთ დამატებითი კომენტარები ან რეკომენდაციები
2. წარმოდგენილ ინფორმაციაში ასახული უნდა იყოს თქვენი გამოცდილება, წარმოებისა და მიწოდების სიმძლავრეების შესახებ, წლის განმავლობაში (გთხოვთ,
მიუთითოთ მაქსიმალური რაოდენობები, რომელიც შეგიძლიათ აწარმოოთ/მოგვაწოდოთ წლის განმავლობაში).
3. აუცილებელია შეავსოთ თანდართულ გამოცდილების კითხვარი.
4. წარმოდგენილი უნდა იქნას მეტროს მოძრავი შემადგენლობის (მატარებლები) ამ ეტაპისთვის არსებული ფასი ევროში (EUR), საერთო რაოდენობისთვის - 100
მატარებელი (20-25 მატარებელი - გთხოვთ, იხილოთ მიწოდების გრაფიკი). ასევე, წარმოდგენილ ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს - „Incoterm DPU (2020)“
პირობა, ყველა სხვა საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი გადასახადების გარეშე.
გთხოვთ წინადადებები მოგვაწოდოთ ინგლისურად ან ქართულად (წინადადებების ქართულად მოწოდების შემთხვევაში, გთხოვთ, დაურთოთ ინგლისური თარგმანი) შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: [email protected]; [email protected]; [email protected]
პასუხების მიღების საბოლოო ვადაა 2024 წლის 3 აგვისტო.
დანართის სახით მოწოდებული დოკუმენტაცია წარმოდგენილია ინგლისურად და ქართულად. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში განსხვავების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ ინგლისური ვერსით.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის.