ავტობუსის მძღოლი
კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.
ვაკანსიის შესახებ:
კომპანია აცხადებს ვაკანსიას: მუნიციპალური M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
ანაზღაურება: გამომუშავებით, საშუალოდ თვეში - 2500 - 3000 ლარი დარიცხული
ფუნქცია-მოვალეობები:
მუნიციპალური M3 კატეგორიის ავტობუსის მართვა საქალაქო მარშრუტზე, ასევე სხვადასხვა დაკვეთაზე, მგზავრთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაყვანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან სპეციალური პროფესიული სასწავლებლის სრული კურსი
- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ კატეგორია (სასურველია E კატეგორია)
უნარები/კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
- სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
- სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება, ისინი ასევე გაივლიან დამატებით გადამზადებას და პროფესიულ სწავლებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით (რეზიუმე, მოთხოვნილი დოკუმენტაცია) უნდა მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მისამართზე ვაგზლის მოედანი №2, ან გამოაგზავნონ რეზიუმე და მოთხოვნილი დოკუმენტაცია ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
- ავტობიოგრაფია (რეზიუმე)
- პირადობისა და მართვის მოწმობის ასლები
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.