მიღება ელექტრომატარებლის მემანქანეების მოსამზადებელ კურსებზე

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს -
განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის
მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

კომპანია აცხადებს ელექტრომატარებლის მემანქანეების მოსამზადებელ ჯგუფში ჩასარიცხად ტესტირებას.
ტესტირების გავლის შემდეგ მოსამზადებელ ჯგუფში ჩაირიცხებიან ის მსურველები, რომლებიც
შეფასდებიან მაღალი ქულებით.


ელექტრომატარებლის მემანქანეების პოზიციის შრომის პირობები;
სამუშაო გრაფიკი: ელექტრომატარებლის მემანქანის პოზიცია - ცვლიანი.
ანაზღაურება: ელექტრომატარებლის მემანქანის პოზიცია - 13.83 ლარი საათში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრომატარებლის მემანქანე პასუხისმგებელია მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაზე და ვალდებულია დაიცვას თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული უფლება-მოვალეობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ზოგადი განათლების სრული კურსი.
  • ასაკი 22 წლიდან 37 წლის ჩათვლით (სპეციფიკიდან გამომდინარე).

უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

მიღების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 10 ივლისიდან 2024 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 26 აგვისტომდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected][email protected][email protected]; და სათაურის ველში (subject) აუცილებლად
მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.