29 მაისიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განაახლებს მუშაობას
29 მაისიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განაახლებს მუშაობას. მეტროსა და ავტობუსებში მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე
მეტროს გარდა, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იკრძალება კონდიცირება. თუმცა, სატრანსპორტო სივრცის განიავებისა და ვირუსის პრევენციის მიზნით გახსნილი იქნება ფანჯრები.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის მეტროთი გადაადგილება აიკრძალა.