„ჯი თი გრუპმა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობაზებს საჩუქრად თერმოსკრინინგის მოწყობილობები გადასცა
კომპანია „ჯი თი გრუპმა“, რომელიც საქართველოში ISUZUS-ის ოფიციალური წარმომადგენელია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამივე ავტობაზას საჩუქრად თერმოსკრინინგის მოწყობილობები გადასცა.
უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი თერმოსკრინინგის მოწყობილობა საშუალებას იძლევა, კომპანიის მძღოლებმა და ავტობაზის წამომადგენლებმა სამუშაოს დაწყებამდე დისტანციურად და ოპერატიულად შეძლონ სხეულის ტემპერატურის კონტროლი. აღნიშნულ მოწყობილობაში თანამშრომლების მონაცემების შენახვა გამოსახულების სკანირების მეთოდით (ინახავს დაახლოებით 8 000 ფოტოს) წინასწარ ხდება.
თერმოსკრინინგის მოწყობილობით დისტანციურად ტემპერატურის 99% სიზუსტით დადგენას 0.2 წამი სჭირდება.
გარდა თერმოსკრინინგისა, მოწყობილობას გააჩნია დამატებითი ტექნიკური უზრუნველყოფა, რომლის მიხედვითაც, ასევე, შესაძლებელია თანამშრომელთა სამსახურში მოსვლისა და წასვლის დროები აღირიცხოს.
თერმოსკრინინგის მოწყობილობების გადმოცემისა და გამართვის პროცესს დაესწრო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, კომპანია „ჯი თი გრუპის“ გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე და ავტობაზის წამომადგენლები.