კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
შეზღუდვა 4 სექტემბერს, 09:00-დან 11:00 საათამდე იმოქმედებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!